Sunday, July 10, 2016

ტრენინგის მე-9 დღე
10.07.2016
მეცხრე დღის შეფასება

ინტელის კურსის გავლის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა სასწავლო პროექტის წერა. მიზნების სწორად გაწერა, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მოფიქრება. მიმდინარე და საბოლოო შეფასების გამოყენება. აქტივობების სწორად შერჩევა და გაწერა.

ტრენინგის მე-6 დღე

წინა დღის გახსენებით დავიწყეთ დღევანდელი ტრენინგი ,კიდევ ერთხელ შეფასების ფორმები და გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში.მოვარგეთ ჩვენი პროექტი მოსწავლის ნამუშევარს.POWER   POINT ში  გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რომელიც გადავიტანეთ დრაივში მოსწავლის ნიმუშში და მოვახდინეთ შეფასების მოკლე შინაარსის შევსება.

Saturday, July 9, 2016

ტრენინგის მერვე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.
 ვნახეთ ტრენერის მიერ დატოვებული კომენტარები ჩვენს გეგმებში.
 დავხვეწეთ აქტივობები. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.
განვიხილეთ მოდული6. მოვიფიქრეთ დავალებები სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
 დავასრულეთ პროექტის გეგმა, შევცვალეთ ჩვენი ბლოგების დიზაინი.

Friday, July 8, 2016

ინტელის ტრენინგი
მე-7 დღე:
ტრენინგი დაიწყო წინა დღის გახსენებით.
მოვახდინეთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაცია და ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.
პარალელურად ვსაუბრობდით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. ჩვენს გეგმაში შევიტანეთ ჩვენი პროექტის ფარგლებში გასახორციელებელი აქტივობები.
 გეგმა გავუზიარეთ ტრენერს.
მომავალში დავხვეწთ ჩვენს აქტივობებს.

Saturday, July 2, 2016

2.07.2016
ინტელის ტრენინგი , დღე მე-5.
დღევანდელი დღე დაიწყო წინა დღის ტრენინგზე მიღებული ცოდნი გახსენებით.
გავეცანით მოცემული დღის მიზნებს.
ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე.
გავარჩიეთ შაფესების  5 სტრატეგია.
 თითოეული სტრატეგიიდან შევარჩიეთ შეფასების მეთოდები  და ინსტრუმენტები   და შევიტანეთ შეფასების დროის ჩარჩოში, განვიხილეთ სხვადსხვა შეფასების ფორმები, პრეზენტაციიის ჩეკლისტი, პრეზენტციის შეფასების  რუბრიკა და თანატოლთა უკუკავშირის ფორმა.
 მივიღეთ საშინაო დავალება: ჩვენს მიერ შერჩეული პროექტისთვის ვიფქროთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომზე.

Friday, July 1, 2016

1. 07. 2016
ინტელის ტრენინგის მე-4 დღე.
გავიხსენეთ წინა დღეებში მიღებული ცოდნა.
ვისაუბრეთ მიმართულების კითხვების მნიშვნელობაზე,
 ვნახეთ მიმართულების მიმცემი კითხვებისა რეზენტაცია
, მოვიფიქრეთ 1 ზოგადი, 2 თემტური და რამოდენიმე შინაარსობრივი კითხვა და კითხვები განვიხილეთ ჯგუფში და ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.